TaoNews.Ge

ამირან გამყრელიძე: “შესაძლოა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დაგვჭირდეს”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიოს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოსახლეობას COVID-19-ის წინააღმდეგო აცრების ყოველწლიურად ჩატარება დასჭირდეს.

„ბევრი კვლევა ტარდება “ბუსტერ დოზებთან” მიმართებით. დიდი ალბათობით, მესამე დოზა იქნება საჭირო. დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და, ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათა უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.

დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან 6-8 თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება. წარმოების მოცულობა იმაზე მეტი იგეგმება, ვიდრე ორჯერადად აცრისთვისგლობალურად არის საჭირო”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მესამე ჯერზე განსხვავებული ვაქცინით აიცრან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!