TaoNews.Ge

ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარე, F-35-ების პროგრამაში კოლოსალური თანხების გადახდის შეჩერებას მოითხოვს

ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარე, F-35-ების პროგრამაში კოლოსალური თანხების გადახდის შეჩერებას მოითხოვს

ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარე ადამ სმიტი F-35-ების პროგრამას ეხმაურება და   პროგრამაში კოლოსალური თანხების გადახდის შეჩერებას მოითხოვს.

“ჩვენ გადავაგდეთ დიდი თანხა იარაღზე, რომლებმაც ან საერთოდ არ იმუშავა, ან რომლებმაც ვერ შეასრულეს დანაპირები. მარცხი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვითმენთ, არის მარცხი მასიური იმედგაცრუებით. იფიქრეთ F-35-ზე”

“არსებობს გზა, რომ არ დახარჯოს ამდენი ფული ასეთი დაბალი შესაძლებლობისათვის, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, მისი ექსპლუატაციისა და შენარჩუნების ხარჯები სასტიკია., ამიტომ შეაჩერეთ ფულის ხარჯვა F-35-ებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით იანვარში აშშ-ს საჰაერო ძალების F-35-ებზე დაკვირვება ჩაატარდა (მათ შორის ახლო აღმოსავლეთში), რომელიც მოიცავდა შემდგომს, გამოიაცადა აშშ-ს საჰაერო ძალების f-35-ები, ერთი კონკრეტული საბრძოლო დავალების შესასრულების მზაობის დასადგენად, ყველა ნორმის შესაბამისად, დაკვირვებამ აჩვენა, რომ F-35-ების ავიაპარკის მხოლოდ 69%-ს დააკმაყოფილა საჭირო ბარიერი, არადა დაგეგმილი მიზანი ავიაპარკის მზაობის მინიმუმ 80% გახლდათ, რის გამოც აშშ-ს საჰაერო ძალების ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა F-35-ები პროგრამა ჩავარდნილ პროგრამად გამოაცხადა, აღნიშნულ მიზეზს დაერთო, მოწოდების ტემპის მინიმუმადე შემცირება და F-35-ების ექსპლუატაციისათვის საჭირო კოლოსალური თანხები, ცნობისთვის ერთი F-35-ის ერთი საათით ფრენა 36 000 დოლარი ჯდება, ხოლო მთელი მისი საფრენოსნო რესურსის მანძილზე 1.7 ტრილიონი დოლარი. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე აშშ-ში, როგორც საკანონდმებლო დონეზე ისე სამხედრო წრეებში აქტიურად საუბრობენ, ავიაპარკის საუკეთესო ნაზავის შექმნაზე, როგორც იცით 2025 წლამდე აშშ-ს საჰაერო ძალები სრულად უნდა განახლებულიყო ახალი მე-5 თაობის F-35-ებით, შემდეგ კი მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში უკვე არსებულ F-22-ებთან ერთად იქნებოდა აშშ-ს საჰაერო ძალების მთავარი საჰაერო დამრტყმელი ძალა, თუმცა დღეს უკვე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ ერთი და იგივე დავალების ერთ დონეზე შესასრულებლად გაცილებით იაფი უჯდებათ, F-16-ებით და F-15-ებით სამხედრო ოპერაცია, განსაკუთრებით კი შორეულ აღმოსავლეთში, სწორედ ამიტომ ე.წ. საუკეთესო ნაზავის შესაქმენელად განხილავენ F-35-ების შეკვეთის რაოდენობის შემცირებას ან საერთოდ გაუქმებას და F-16-ებისა და F-15-ების მასშტაბურ მოდერნიზაციას, თუმცა როგორც თეთრ სახლში ისე კონგრესსა და სენატში Lokheed martin-ის ლობისტების წყალობით, F-35-ებზე ხარჯების რადიკალურად შემცირების მოსაზრებას დიდი წინააღმდეგობა აქვს, რის გამოც ჯერ-ჯერობით გაურკვეველია როგორ განვითარდება F-35-ების პროგრამის ბედი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!