TaoNews.Ge

ალექსანდრ ვუჩიჩი – როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და მაგალითად, არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი – დაარღვია

ალექსანდრ ვუჩიჩმა საბერძნეთის პრეზიდენტს კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საბერძნეთის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულას, კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარებისთვის  და ბელგრადის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

საბერძნეთის სახელმწიფოს მეთაური სამდღიანი ვიზიტით სერბეთში იმყოფება. წინა დღით მან განაცხადა, რომ ოფიციალური ათენი არ ცვლის პოზიციას და  თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს აცხადებს.

„განსაკუთრებით მადლობელი ვარ ქალბატონი საკელაროპულუს სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.  საბერძნეთის პრეზიდენტთან  ნათლად ვთქვი, თუ როგორი მნიშვნელოვანია პრიშტინასთან მოლაპარაკებებში კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რადგან ეს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია“, – განაცხადა ვუჩიჩმა შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!