TaoNews.Ge

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა

ადგილობრივი მედია, პორტალ Koronavirusinfi.az-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 390 489 მოქალაქეს ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის ვაქცინა 27 073 პირს გაუკეთდა. აზერბაიჯანში კოვიდ – 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 432 000 დოზას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!