TaoNews.Ge

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციის გახსნის მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი საქართველოსგან იმ ჭიშკრის დაბრუნებას ითხოვს, რომლის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ანარ კარიმოვის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე საქართველოსთან განჯის ჭიშკრის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის მეთორმეტე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.

“განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ჩვენ ვიმსჯელეთ იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს. მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ არის. როგორც იცით, არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო კომისიები და ეს საკითხი აზერბაიჯანულ კომისიას შეტანილი აქვს დღის წესრიგში განსახილველ საკითხად. ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს”, – ეს განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა 3 თებერვალს განჯაში გააკეთა.

ანარ კარიმოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს. ქართული მხარის მიერ ამ ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებში, განჯის ჭიშკრის საკითხი ნახსენები არ ყოფილა. თავად აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ ჰქონდა მსჯელობა “მრავალმხრივ კულტურულ თანამშრომლობაზე და მთიანი ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის მიმართულებით ბაქოს ძალისხმევაზე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.”

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ არგუმენტით, რომ ეს კულტურის სამინისტროს კომპეტენციაა. კულტურის სამინისტრ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!