TaoNews.Ge

აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ რამდენიც არ უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ყარაბაღის საკითხი გადაწყვეტილი არ არის – ფაშინიანი

აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ რამდენიც არ უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ყარაბაღის საკითხი გადაწყვეტილი არ არის – ფაშინიანი

აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ რამდენიც არ უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ყარაბაღის საკითხი გადაწყვეტილი  არ არის- თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაგაწოტნის რაიონის ნერქინ ბაზმაბერდის თემის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„ხშირად კითხულობენ,  თუ რატომ დაიღუპნენ ჩვენი ახალგაზრდები. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან კონკრეტულად მინდა. ჩვენი ახალგაზრდები დაიღუპნენ, რადგან როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყარაბაღის საკითხი გადაჭრილი არ არის.  რადგან აზერბაიჯანის გეგმა იყო, რომ ყარაბაღში ფიზიკურად არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სომეხი.  ეს ყველამ ვიცით. დღეს არის არცახი, არიან არცახელი სომხები, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი დაღუპული ძმების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ჯარის წყალობით გვაქვს. დიახ, ჩვენ მწარე ომი გამოვიარეთ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ბიჭების წყალობით გვაქვს ის, რაც გვაქვს,” – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!