TaoNews.Ge

ავტობანზე ავტომობილი სამ ცხენს დაეჯახა

წეროვანთან, ავტობანზე ავტომობილი სამ ცხენს დაეჯახა. ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან წესების დარღვევით აღმოჩნდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით თუ დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. თუ ავარია პირუტყვის გამო მოხდა, მისი მეთვალყურე 100 ლარით ჯარიმდება. პირუტყვის გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა როგორც მეხრეს, ასევე პირუტყვის პატრონს ეკისრება.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!