TaoNews.Ge

მიწისძვრის მიზეზი არის მრისხანება ღმრთისა-მამა შალვა კეკელია

ადამიანი გარდაიცვალა და წესს ვერ ვუგებთ… სასწრაფოდ გამოდით „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლებიდან“ – მამა შალვა კეკელია

„კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც გაწევრიანებული იყო „გირჩი ბიბლიურ თავისუფლებაში”,  სამწუხაროდ ეკლესიას არ ეძლევა საშუალება ამ უკარგეს ადამიანზე აღსრულდეს საეკლესიო მსახურება. სასწრაფოდ გამოდით „ბიბლიური თავისუფლებიდან“, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

„რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე ჰყავს და ერთ თვეში შვილს ელოდებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ ეს ადამიანი გაწევრიანებული იყო „ბიბლიურ თავისუფლებაში“.

ადამიანები, რომლებიც ამ საშინელ სექტაში არიან გაწევრიანებული, უფლება არ გვაქვს, რომ მათზე რაიმე ღვთისმსახურება ჩავატაროთ. „გირჩი“ – ეს ადამიანები, ჩემი აზრით არიან ქვეყნის მტრები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, რომელიც „ბიბლიურ თავისუფლებაში“ იყო გაწევრიანებული და წესი ვერ ავუგეთ, იმიტომ რომ ეკლესია ადამიანის პირად თავისუფლებას ვერ ეხება. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი და მას სრული უფლება აქვს როგორც უნდა ისე იცხოვროს.

ნახეთ, როგორ ტყუვდებიან ადამიანები. ისინი ამბობენ, „ჩვენ მაინც ეკლესიის წევრები ვართ, ჯარის გამო ვამბობთ ამაზე უარს“ და ესენიც ეუბნებიან „იქ არაფერი არ ხდება“. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის სექტა“, – აცხადებს დეკანოზი კეკელია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!