TaoNews.Ge

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა.

„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავსი სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება.

ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონ-ნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იყო. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვა მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!