TaoNews.Ge

“ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია”- ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი – პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს – მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ თავდასხმას განიცდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს,“- განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით.

„მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს,“ – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!