TaoNews.Ge

04.05.2021 / 12:13

ჯო ბაიდენი აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე ზრდის

ჯო ბაიდენი აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე გაზრდის.

ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმანდე, 15 000-მდე შეამცირა, „რაც არ ასახავდა ამერიკის, როგორც ერის ღირებულებებს, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს”.

ამასთან, ბაიდენის განმარტებით, საეჭვოა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე, 62 500 ლტოლვილის მიღება შეძლოს.

“სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ წელს 62 500 ლტოლვილის მიღებას ვერ მოვახერხებთ. სწრაფად ვმუშაობთ იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგვადგა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – აღნიშნა მან.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!