TaoNews.Ge

შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს სანქციები რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სუვერენულ ვალს, რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს შეეხებათ

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უწოდა “რუსული შეჭრის დასაწყისი” და ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა.

მან დაასახელა სანქციების ჩამონათვალი , რასაც თავადვე უწოდა აშშ-ს სანქციების „პირველი ტრანში” რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს მათ შორის ორ ფინანსურ ინსტიტუტს, რუსეთის სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს.

„ჩვენ ვახორციელებთ სრულ დამბლოკავ სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე.

ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყევტთ რუსეთის მთავრობის დასავლურ დაფინანსებას, მას აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებს თავის ახალი ვალით ჩვენს ან ევროპულ ბაზრებზე.

ჩვენ ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი.

ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2 არ გაგრძელდეს“, – განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ თუ რუსეთი „გააგრძელებს აგრესიას”, შესაძლოა დამატებითი სანქციები მოჰყვეს.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ გაგზავნის დამატებით ჯარებსა და აღჭურვილობას ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების „გაძლიერების მიზნით“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ ღიაა დიპლომატიისთვის.

“აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღიაა დიპლომატიის მიმართ”, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!