TaoNews.Ge

ჯეიმს აპატურაი – საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო – ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

ჯეიმს აპატურაი – საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო – ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

„საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დროული ვიზიტი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან. ღია და კონსტრუქციული განხილვა მთელი რიგი საკითხებისა. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს“, – წერს ჯეიმს აპატურაი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე და საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!