TaoNews.Ge

პანდემიის მეორე წელი შესაძლოა გაცილებით მომაკვდინებელი აღმოჩნდეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ.

„თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია,“-აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა “ბუსტერ” დოზა ეფექტური. მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუმცა ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!