TaoNews.Ge

ჯანდაცვის მინისტრის განმარტება – რა შემთხვევაში მოიხსნება „კომედანტის საათი”

თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მოვხსნათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კოეფიციენტს ვერ დავასახელებთ, ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო არის პირბადე – თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას ავიყვანთ 95%-მდე ეს ჩვენ მოგვცემს გარანტიებს, უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად მოვხსნათ. ბატონო იაგო, (ხვიჩია) თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ჩვენ დაგეხმარებით თავისუფლების აღდგენაში“, – მიმართა ტიკარაძემ იაგო ხვიჩიას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!