TaoNews.Ge

  “ჯაბამ იმხანად სააკაშვილზე მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო”-რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი მიხეილ სააკაშვილმა და ჯაბა იოსელიანმა

  “ჯაბამ იმხანად სააკაშვილზე მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო”-რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი მიხეილ სააკაშვილმა და ჯაბა იოსელიანმა

გაზეთ “ყველა სიახლესთან” ინტერვიუში, აკადემიკოსი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, ელენე (ლილი) იოსელიანი ძმაზე, ჯაბა იოსელიანზე საუბრობდა. მან ძმისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან:

“ჯაბას დაჭერამდე გასცნობია  მიხეილ სააკაშვილი – ჯაბა სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, შევარდნაძე კი – ქვეყნის მეთაური. ჯაბასთან მისულა, მისაღებში მუჯლუგუნებით რიგი გაურღვევია. ჯაბას დაცვის უფროსი ხელით გვერდზე გაუწევია და კაბინეტში შევარდნილა. დაცვის უფროსი დადევნებია, მაგრამ მაინც შეუსწრია კაბინეტში. სააკაშვილს უთხოვია, იურიდიული განათლება მაქვს, კოლუმბიის უნივერსიტეტში მინდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე წასვლა და გამიშვითო. ჯაბას უფიქრია, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდაა, უნდა გავუშვათო და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ალექსანდრე ჩიკვაიძესთან უშუამდგომლა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჯაბასთვის მიუკითხავს, – ჩამოვედი და მუშაობის დაწყება მინდა – ან პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამიშვით, ან რომელიმე ქვეყნის ელჩადო. გაოგნებულ ჯაბას კვლავ ჩიკვაიძესთან გაუგზავნია. ისიც აღშფოთებულა, – არ გიცნობ, სად გაგიშვაო და უარით გაუსტუმრებია. სააკაშვილი რაღაც გზებით მაინც მოხვდა იურიდიულ კომიტეტში და, პირველ რიგში, ომის მონაწილე “მხედრიონელების” ოჯახებს მოუხსნა პენსიები. შემდეგ წინ წავიდა და იუსტიციის მინისტრი გახდა. დანარჩენი თქვენც კარგად იცით.
იმხანად ჩემმა ძმამ მითხრა, ეგ გაუწონასწორებელი ადამიანია, ეტყობა, პრეზიდენტობა სურს და ნახეთ, რა ცუდ რაღაცებს ჩაიდენსო. თვითონ ვერ მოესწრო სააკაშვილის გაპრეზიდენტებას, თუმცა მისი სიტყვები კი გამართლდა”-ამბობდა ლილი იოსელიანი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!