TaoNews.Ge

ხმელთაშუა ზღვაში 100 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 100 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის ინფრომაციით, გასაბერი ნავი, რომელშიც 130 ადამიანი იმყოფებოდა ხმელთაშუა ზღვის შუა ნაწილში ჩაიძირა.

მიგრანტები ლიბიიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ადამიანები ამ ქვეყანაში და აფრიკის სხვა ადგილებში მიმდინარე კონფლიქტებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.

2021 წელს ხმელთაშუა ზღვაში უკვე 350 მიგრანტი დაიღუპა.

წყარო: pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!