TaoNews.Ge

ხმაური და დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში

ზესტაფონის მერიაში მერ გიორგი გოგლიჩიძესა და „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ლევან ჭანტურიძის შორის, რომელიც მმართველი პარტიიდან გუშინ გარიცხეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭანტურიამ მხარდამჭერებთან ერთად მერიასთან აქცია გამართა.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მერს კორუფციაში ადანაშაულებენ. ამასთან ჭანტურია ზესტაფონის მერისგან მოითხოვს, გაასაჯაროვოს დოკუმენტი „რის გამოა ნასამართლევი“. მისი მტკიცებით, გიორგი გოგლიჩიძე თაღლითობის გამო გაასამართლეს.

გიორგი გოგლიჩიძე თაღლითობის გამო გასამართლებას კატეგორიულად უარყოფს.

„მე თაღლითობაზე არ ვარ ნასამართლევი. ვარ 210-ე მუხლით გასამართლებული. საქმე ეხებოდა საბუთების გაყალბებას კომპანია „ვისოლიდან“, სადაც არ მიმუშავია. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ჩემი, როგორც ქალაქის მერის დისკრედიტაცია მიმდინარეობს“,- განაცხადა გოგლიჩიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!