TaoNews.Ge

ხვიჩაზე მალდინის და გატუზოს ვესაუბრე-კახი კალაძე

ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია ისევ ყურადღების ცენტრშია. “ურალთან” შეხვედრაში საბედნიეროდ იგი მძიმე ტრავმას გადაურჩა, მოედანსაც მალე დაუბრუნდება და ისევ ააწიოკებს მეტოქის მცველებს მოედანზე.

ხვიჩას შესახებ, პირველ არხთან საუბარში საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა, ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი კალაძემ ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ ხვიჩასთან დაკავშირებით პაოლო მალდინსა და ჯენარო გატუზოს ესაუბრა.

“ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი). „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ.

მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – თქვა კახი კალაძემ.

წყარო :sport4me.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!