TaoNews.Ge

“ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად “მთავარის” საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი”- მეუფე ნიკოლოზი

“ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად “მთავარის” საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილს, „მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ადგილობრივ სასულიერო პირებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ტყუილია, რომ სასულიერო პირები მთვრალები იყვნენ, თუმცა ღვინო ნამდვილად ექნებოდათ მიღებული, რადგან დღესასწაულის შემდეგ ტრაპეზი და ცოტა ღვინის მიღება სამონასტრო წესით არის განსაზღვრული.

“ადანაშაულებენ მათ სიმთვრალეში, ნასვამობაშიც კი არა, სიმთვრალე და რაღაცა…აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, რომ ეს დღესასწაული არ არის დამთავრებული.

სავარაუდოდ ეს ბერები, წესია უბრალოდ, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენებაა წარმოიდგინეთ, სტუმრები არიან, ეს არ არიან მარტო იმ მონასტერში მცხოვრები…ცხადია, რომ წირვის შემდგ, აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იკმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ. აუცილებელია ეს ტიპიკონის მიხედვით. რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად მთავარის საყურადღებოდ და მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის.”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!