TaoNews.Ge

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.

„ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!