TaoNews.Ge

მეხანძრე -მაშველებმა შენობიდან 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს – საგანგებოს განცხადება დიდუბის ხანძარზე

ხანძრის გამო, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან ევაკუაცია განხორციელდა

ძლიერი ხანძრის გამო, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძარმა საფრთხე სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს შეუქმნა.

ოფიციალური ინფრომაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა 10 სხვადასხვა ადგილას შეძლეს.

შაბათს სტიქიის ზონა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. ის ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება ზარალის ასანაზღაურებლად ყველაფერს გააკეთებს.

ერდოღანის თქმით, ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები დაეხმარებიან. თურქეთში მასშტაბურ ხანძრებს ოთხშაბათიდან ებრძვიან. სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!