TaoNews.Ge

„ხალხი პანაშვიდზეც ვერ მოვიდა“ – მიშა ანდღულაძის დედა გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრობს

„ხალხი პანაშვიდზეც ვერ მოვიდა“ – მიშა ანდღულაძის დედა გარდაცვლილ მეუღლეზე საუბრობს

„43 წელი ვიცხოვრეთ ერთად. გროზნოში ვსწავლობდი. ახალ წელს ჩამოვედი და მაშინ შევხვდით პირველად. ამის მერე ისევ წავედი გროზნოში და იქ ჩამომაკითხა. მალევე დავქორწინდით და საუკეთესო შვილებიც გავზარდეთ”, – ასე იხსენებს იუმორისტ მიშა ანდღულაძის დედა ლალი ხომასურიძე “სარკესთან” საუბრისას 75 წლის ასაკში გარდაცვლილ მეუღლეს.

ლალი ხომასურიძის თქმით, მისი მეუღლე ბუხუტი ანდღულაძე, ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მან რთული ოპერაცია გადაიტანა, თუმცა 5 დღის შემდეგ დამძიმდა და გარდაიცვალა.

“ოპერაცია გაკეთდა, უკვე უნდა გამოსულიყო სახლში და უცებ გარდაიცვალა. დღემდე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მერე რა მოხდა, არც ვიცით. ალბათ ბედისწერა იყო. ყველას ხომ თავისი ბედისწერა აქვს… არც იმის თქმა შეიძლება, ოპერაცია რომ არ გაეკეთებინა, კიდევ იცოცხლებდა…ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ხალხი პანაშვიდზეც ვერ მოვიდა, კორონავირუსის გავრცელების ეშინოდათ.”, -განაცხადა ლალი ხომასურიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!