TaoNews.Ge

დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ევროპა გვინდა. დიდი რუსეთი და საბჭოთა ბნელეთი ჩვენთვის ცუდი მოგონებაა და იქ ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

,,ხალხის ძალის” წევრი ხუნდაძე საჭიროდ არ თვლის რუსეთთან მოლაპარაკების წარმოებას

,,რუსებმა გააუქმეს ფრენები და მათვე უნდა აღადგინონ, ჩვენ მათთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. 2008 წლის ომის შემდეგ რომ სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ რუსეთს, რა, რუსეთუმეები იყვნენ? როგორ არ იყვნენ, მაგრამ აღიარონ. ომის პარტია ჩაფრენილია რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე და ისინი ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ინტერესს მათი თითოეული ფრაზის მიმართ. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, გამოვდივართ მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან და შესაბამისად ვმოქმედებთ. რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი, ჩვენი მოსახლეობის თითქმის მესამედი. ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ამას ვერ გაიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხალხი არც ქვეყნის შიგნით აღელვებს და არც ქვეყნის გარეთ. უფრო მეტიც, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო შეუძლიათ, საკუთარი მოსახლეობაც კი ჩააბან ომში“, – წერს ხუნდაძე.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!