TaoNews.Ge

“ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე..კაცური სიტყვა გატეხა” – რა ბრალდებას  უყენებს გოგა ხაინდრავას მოდელი 

“ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე..კაცური სიტყვა გატეხა” – რა ბრალდებას  უყენებს გოგა ხაინდრავას მოდელი 

მოდელი, ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე იხსენებს ეპიზოდს, როდესაც მონაწილეობა მიიღო გოგა ხაინდარავას სერიალში „ჰეროკრატია“. მოდელი აღნიშნავს, რომ რეჟისორმა მისთვის მიცემული კაცური სიტყვა გატეხა და გადაღებული შიშველი კადრები სერიალში მოახვედრა. ამის შესახებ,მან გადაცემა “სთორიში” ისაუბრა.

„გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვა გატეხა, როდესაც მითხრა, შენ მოიქეცი, როგორც პროფესიონალი ჰოლივუდელი მსახიობი, იარე შიშველმა ოთახში, არ შეიბოჭო, რადგან ბუნებრივი ქცევა მჭირდებაო. მე, როგორც გამოუცდელი მსახიობი, მივენდე მის, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა მკერდმოშიშვლებულ კადრებს. გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს. ეს ჩემი პირველი შიშველი კადრები იყო და საერთოდ არ მსურდა… ვნანობ, რომ სამართლებრივი რეაგირება არ მქონდა. ეთქვა და იქნებ, არ ვიყავი წინააღმდეგი, ან სხვა ჰონორარს მოვითხოვდი?!. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა არაკაცურად გატყუებენ”- ამბობს მოდელი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!