TaoNews.Ge

“ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლების ჩახდით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას?”- ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკური ორგანიზაცია „ერი“ დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პრობლემა რუსეთთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.

თავისი პოზიცია მან სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას დააფიქსირა და ისიც აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, რუსეთი ოკუპანტია.

„მე დღეს მკითხეს არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და მე თვალის დაუხამხამებლად ვუპასუხე, რომ რუსეთი ოკუპანტია. მკითხეს, მაშინ რატომ მიმაჩნია ამის მიუხედავად, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ რუსებთან პირდაპირი დიალოგი, მე ვთქვი, რომ ჩემი აზრით, ეს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა.

მე უფრო მეტს გეტყვით, ვიცნობ რა ძალიან კარგად, თუ რა ხდება ამ ორივე სამყაროში, ქართულსა და რუსულში, მრავალი წელია ვაკვირდები სრულ სინქრონიზაციას საბოტაჟის მცდელობებს რაიმე პოზიტიურის მოხდენისა ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

დიალოგიდან და სახელმწიფოებრივი დიალოგიდან, ნებისმიერ ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. აბა ჭიჭყინით და მავთულხლართებთან შარვლების ჩახდით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!