TaoNews.Ge

06.06.2021 / 23:54

ჭაჭია ჭაჭიას წინააღმდეგ – ბიზნესმენს შვილი საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას ედავება

ჭაჭია ჭაჭიას წინააღმდეგ – ბიზნესმენს შვილი საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას ედავება

ჭაჭია ჭაჭიას წინააღმდეგ – შვილი მამას უპირისპირდება. ახალგაზრდა მამაკაცი თავის მშობელს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში ამხელს – რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ალექსანდრე ჭაჭია საქართველოში აფინანსებს პრო-რუსულ პრესას, ვებ-პორტალებს, ტროლებსა და ბოტებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ანტიდასავლური დეზინფორმაციით კვებავენ და თავს ესხმიან ჩვენი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს, კრემლი კი დემოკრატიის შუქურად, ჩვენს უდიდეს მეგობრად და ერთადერთ ხსნად გამოჰყავთ.

ამ ფონზე არაა გასაკვირი, რომ ალექსანდრე ჭაჭია პირადად ვლადიმერ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული ქართულ-რუსული ურთიერთობების გამყარებაში შეტანილი დიდი წვლისისთვის. ამ დროს ჭაჭია არაერთხელ მომხვდარა “საერთოშიროს გამჭვირვალობის” ანგარიშში, როგორც საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის დამფინანსებელი ბიზნესმენი.

ჭაჭიების ოჯახი გეო-პოლიტიკური ფასეულობების ნიადაგზე გაიხლიჩა და მამამ შვილს ყველაფერი წაართვა – მემკვიდრეობის გარეშე დატოვა, ფაქტობრივად.

თუმცა უმცროსი სანდრო ჭაჭია – მამა-შვილს ორივეს ალექსანდრე ჰქვია, ბაბუასაც კი ალექსანდრე ერქვა – უმცროსი სანდრო ჭაჭია არ ნანობს, საკუთარი მშობლის მხილებას არ ერიდება და, პირიქით, თვლის, რომ სხვებისთვის მისი საქციელი მაგალითი უნდა იყოს – როდესაც სასწორზე სამშობლოს ინტერესები დევს, ოჯახის წევრის წინააღმდეგაც უნდა შეგეძლოს წასვლა.

წყარო მთავარი არხი

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!