TaoNews.Ge

წულუკიანი ელისაშვილს – რა გაცინებთ,თქვენს ადგილას, დილიდან საღამომდე ვიტირებდი, ფარისეველი ხართ!

წულუკიანი ელისაშვილს – რა გაცინებთ,თქვენს ადგილას, დილიდან საღამომდე ვიტირებდი, ფარისეველი ხართ!

თეა წულუკიანი, პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაგმო ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა და მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს თორნიკე რიჟვაძის მექრთამეობასთან იყოს დაკავშირებული.

“თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო, იმიტომ რომ ვითომ წუხხართ ახლა ბათუმზე, რა გაცინებთ ბატონო ალეკო, თქვენს ადგილზე რო ვიყო დილიდან საღამომდე ვიტირებდი, რა გაცინებთ, რა თავს აქიცინებთ, კაცო. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთ კაცი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო. თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებს და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურა. შესაბამისად, ენა იმისთვის არ მოუცია ღმერთს, მით უმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას თავადაც არ ეთანხმება.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!