დეკანოზი ილია ჭიღლაძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, წულუკიანი მატყუარა და სამარცხვინო ადამიანია.
“კულტურის მინისტრი წულუკიანი არის მატყუარა და სამარცხვინო ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უმოქმედობა შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ავარიული ორასწლოვანი უნიკალური შენობის რეაბილიტაციის არ ჩატარების და მუდმივი ცრუ დაპირებების გამო, რომ აი ახლა დაიწყება რეაბილიტაცია, აი მალე იქნება, ამასობაში წლები გადის და მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციას არ დაადგა საშველი, არადა ორ საუკუნოვანი შენობა ლამისაა თავზე ჩამოგვენგრეს და მიწისქვეშა წყლებმა რასაც ჰქვია, ჩაალპო და ნესტს მიაქვს მუზეუმი, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, ამიტომ მუზეუმის ადმინისტრაციის ქმედება, რომ დაცვისა და გამოფენისათვის ექსპონატთა ნაწილი გადაეტა ეროვნული მუზეუმის სხვა შენობებში, იყო სავსებით სწორი” – წერს დეკანოზი