TaoNews.Ge

წმინდა ილია მართლის ტაძრის მედავითნე ზურაბ ოდიშელძე კორონავირუსით გარდაიცვალა

,,დღეს დილით გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის მთავარი მედავითნე(წიგნისმკითხველი) ზურაბ ოდიშელიძე. ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას მის ოჯახს და ჩვენს მრევლს. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ.
პანაშვიდები 24-25 აგვისტოს ქალაქ დუშეთში მთვარელიაანთ დასახლება #33.
გასვენება ხუთშაბათს 26აგვისტოს 14:00საათზე.
ხუთშაბათს ჩვენი ტაძრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით დილის 09:00საათზე ჩვენს ტაძარში ჩატარდება ახლადშესვენებული ზურაბის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ვისაც სურვილი ექნება გავემგზავრებით ქალაქ დუშეთში და პატივს მივაგებთ ზურაბის სულს.
მოიხსენიეთ პირად ლოცვებში ახლადშესვენებული ზურაბი.”

ვკითხულობთ წმინდა ილია მართლის ტაძრის განცხადებაში.

წმინდა ილია მართლის ტაძრის სამრევლოს მედავითნე ზურაბ ოდიშელძე  24 აგვისტოს გარდაიცვალა,    ზურას კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრის გაკეთების შემდეგ  კორონავირუსი რამდენიმე დღეში  დაუდგინდა.  ტაძრის მედავითნე ვირუსის წინააღმდეგ მკურნალობას  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადიოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!