TaoNews.Ge

წვიმა, ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა – როგორი ამინდი იქნება 8-10 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

120 ევროპარლამენტარი აზერბაიჯანზე ზეწოლის გაზრდას ითხოვს
კოპირება აკრძალულია!