TaoNews.Ge

“წაჩხურობა” მარტვილში – უშვილო წყვილები მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიდიან

“წაჩხურობა” მარტვილში – უშვილო წყვილები მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიდიან

დღეს, 6 მაისს მარტვილის სოფელ წაჩხურუში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში “წაჩხურობის” დღესასწაულს აღნიშნავენ.

ტაძარში უშვილო წყვილები მიდიან და მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ისინი რამდენიმე კილომეტრს ეკლესიაში მისასვლელად ფეხშიშველები გადიან.

“წაჩხურობაზე” მიდიან ის წყვილებიც, რომლებსაც შვილი უკვე შეეძინათ, მათ სიმბოლურად ხის პატარა აკვნები, თოჯინები და ყვავილები მიაქვთ. წყვილები ტაძარს ცხვარს სწირავენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!