TaoNews.Ge

ძვირფასო ქართველებო დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით… იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში – ალექსეი გონჩარენკო

ძვირფასო ქართველებო დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით… იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში – ალექსეი გონჩარენკო

„ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით,“ – ამის შესახებ რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს და ქართველ ხალხს მიმართვს.

„ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ.

დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი გასეირნება აქ.
პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს, ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს.

ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს.
მიდი, საქართველო, დროა“, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!