TaoNews.Ge

„ცოფიანი ძაღლი კარს მოგვადგა“ – უკრაინის შს მინისტრი

„ცოფიანი ძაღლი კარს მოგვადგა“ – უკრაინის შს მინისტრი

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვეტერანები და რეზერვისტები მობილიზაციისთვის მზად უნდა იყვნენ”-  ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის” გვერდზე დაწერა.

„ცოფიანი ძაღლი ისევ კარს მოგვადგა. პუტინის რეჟიმი უკრაინის საზღვართან კვლავაც ძალებს აგროვებს და ახალი აგრესიით გვემუქრება. ჩვენ მიწაზე ვართ და ის უნდა დავიცვათ“ – განაცხადა ავაკოვმა.

მისი თქმით, 2014 წელსაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინის რეგულარული არმია, პატრიოტი ვეტერანები, შსს და რეზერვისტები გამოვიდნენ. თუ ეს საჭირო იქნება, ეს ხალხი ისევ დადგება ქვეყნის დასაცავად“ – წერს არსენ ავაკოვი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!