TaoNews.Ge

„ცენტრ პოინტის“  დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი ციხეს ტოვებს

„ცენტრ პოინტის“  დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი ციხეს ტოვებს

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.

31 მარტს კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად ექნება მოხდილი და ის რუსთავის ქალთა დაწესებულებას დატოვებს.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!