TaoNews.Ge

” ჩუმად გავიპარე, “ფესვებში” რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა. ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო” – ია ფარულავა

” ჩუმად გავიპარე, “ფესვებში” რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა. ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო” – ია ფარულავა

“ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის” ბოლო გა­და­ცე­მი­დან ორი დღე გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, 11 წლის მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე დის­კუ­სია ისევ გრძელ­დე­ბა. ამ ის­ტო­რი­ას ორი გმი­რი ჰყავს, ორი­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. წლე­ბის შემ­დეგ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღიად მო­უყ­ვა, რო­გორ ძა­ლა­დობ­და მას­ზე თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ყო­ფი­ლი ქმა­რი ბესო ზან­გუ­რი.
როგორც გადაცემის წამყვანმა, ია ფარულავამ აღნიშნა ეს  მისთვისაც ახლობელი თემაა, ვინაიდან მისი პირველი ქორწინება ძალადობით იყო სავსე.

“ამა­ზე ხში­რად მი­სა­უბ­რია, რომ ჩემი მრა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა რო­დე­საც 17 წლის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბე­ბით სავ­სე იყო. ჩემი პირ­ვე­ლი ქმა­რი მო­ძა­ლა­დე იყო, მცემ­და, გავ­რბო­დი, ცო­ტას მეც ვურ­ტყამ­დი. დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, მცხვე­ნო­და მეთ­ქვა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

1984 წელი იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასე­თი სცე­ნა – მომ­დევს მო­ძა­ლა­დე, რომ მცე­მოს, შევრბი­ვარ იტა­ლი­ურ ეზო­ში, ქალს ვეხ­ვე­წე­ბი, შე­მიშ­ვით და იმ ქალ­მა კარი არ გა­მი­ღო.

ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი “ფეს­ვე­ბი”, იცით, რა­ტომ არის იქ ღა­მის სცე­ნა, იცით, რა­ტომ არის ღამე? ღამე ჩუ­მად გა­ვი­პა­რე რომ ეს სცე­ნა გა­და­მე­ღო. რო­დე­საც გა­ი­გო ამ ფილ­მის შე­სა­ხებ, მაგ­რად მჟეჟა. ხში­რად ქა­ლებს ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი უყ­ვართ. მერე ეს მო­ძა­ლა­დე ისე­თი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რია, რომ გა­ცო­დებს თავს, თა­ვი­სი ფა­ზე­ბი აქვს ამა­საც, და­ძავ­ბუ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნით, აფეთ­ქე­ბით, მერე დათ­ბო­ბით და მე­ო­თხე ფა­ზაა, სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად იმი­ტომ არ მო­დი­ან ეს ქა­ლე­ბი რომ უყ­ვართ” – აღ­ნიშ­ნა ია ფა­რუ­ლა­ვამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!