TaoNews.Ge

„ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა მრავალწლიან, კეთილმეზობლობასა და მეგობრობის ისტორიას ემყარება“ – ალიევი ღარიბაშვილს

„ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა მრავალწლიან, კეთილმეზობლობასა და მეგობრობის ისტორიას ემყარება“ – ალიევი ღარიბაშვილს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლა.

როგორც ღარიბაშვილთან შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, ის მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობით.

ალიევი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში წარმატებული იქნება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და გააძლიერებს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მრავალწლიან, კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ისტორიას, რომელიც საუკუნეებია გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!