TaoNews.Ge

“ჩვენს ქვეყანაში რაც მოხდა იმის ბრალია, რომ ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებისგან, დაიღალნენ სახლში დარჩენით და ნიღბებს აღარ ატარებდნენ”- ინდოეთში კორონავირუსი უკონტროლოდ გავრცელდა

“ჩვენს ქვეყანაში რაც მოხდა იმის ბრალია, რომ ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებისგან, დაიღალნენ სახლში დარჩენით და ნიღბებს აღარ ატარებდნენ”- ინდოეთში კორონავირუსი უკონტროლოდ გავრცელდა

ინდოელი პროფესორი ადოშ ლალი ინდოეთში კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებასთან მიზეზებზე საუბრობს. პროფესორი “ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანები შეზღუდვებით, სახლში დარჩენით დაიღალნენ, ნიღბებს არ ატარებენ და სწორედ ეს გახდა ინდოეთში სავალალო მდგომარეობის შექმნის მიზეზი.

“ჩვენს ქვეყანაში რაც მოხდა იმის ბრალია, რომ ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებისგან, დაიღალნენ სახლში დარჩენით და ნიღბებს აღარ ატარებდნენ. როდესაც მათ დაიწყეს შეზღუდვების უგულებელყოფა, ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო.

მეორე ფაქტორი, რამაც დიდი როლი ითამაშა უკონტროლო გავრცელებაში, იყო ვაქცინირებული ადამიანების თავდაჯერებულობა. ადამიანები, რომლებიც აიცრნენ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და არ იცავდნენ დისტანციას. მიუხედავად იმისა აცრილი ხარ, თუ არა შენ შეიძლება მაინც დაინფიცირდე,” – განაცხადა ადოშ ლალიმ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!