TaoNews.Ge

“ჩემ დროს ამერიკის სენატს რომ ასე ესაუბრა, მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

“ჩემ დროს ამერიკის სენატს რომ ასე ესაუბრა, მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველში ხელისუფლება ბოლომდე დალპა – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სენატიდან წამოსულ გაფრთხილებებს და კრიტიკას ხელისუფლების მისამართით.

“მე, როცა ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ, რომ ამერიკის სენატს რაიმე მსგავსი მინიშნებები გაეკეთებინა და მინიშნებებზე აღარ ვლაპარაკობ, ასე პირდაპირ, რომ ესაუბრა, როგორც გუშინ ისაუბრა, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას. ესენი, რომ არ იმჩნევენ და შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს ნიშნავს, თვითონ ხო იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!