TaoNews.Ge

“ყველაფრით დავიღალე, დავიღალე ეკლესიითაც, მომინდა, ვიყო მარტო” – პეტრე კოლხი ცოლს გაშორდა

“ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს… ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი” – პეტრე კოლხი

პეტ­რე კოლ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მე­დი­ა­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ პეტ­რე კოლ­ხმა ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ერ­თაწ­მინ­და­ში და­სახ­ლდა. რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მარ­ტო ყოფ­ნა სჭირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, ოჯა­ხი მის წას­ვლას ვერ შე­ე­გუა და დრო­ის დიდ ნა­წილს, მისი შვი­ლე­ბი სწო­რედ ერ­თაწ­მინ­და­ში, მა­მას­თან ატა­რებ­დნენ.

“ვერ შე­ე­გუა ოჯა­ხი. ვერც მარ­ტო ვერ ვარ, უმე­ტე­სად იქ არი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. არ გა­მო­მი­ვი­და გაქ­ცე­ვა. მეც ჩა­მოვ­დი­ვარ და ისი­ნიც ჩა­მო­დი­ან. ან სად შე­იძ­ლე­ბა გა­ექ­ცე 6 შვილს? მარ­ტო ყოფ­ნა მიყ­ვარს, რად­გან ბევ­რს ვწერ. ერ­თაწ­მინ­და­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა არამ­ხო­ლოდ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, ლექ­სე­ბის წე­რა­შიც. უკე­თე­სად ვლო­ცუ­ლობ.

ხში­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის­გა­ნაც გავ­დი­ვარ. არ მიყ­ვარს ერთი და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია. ნინო (მე­უღ­ლე) ჩემ­ზე ძლი­ე­რია, პე­და­გო­გია და ხმა­ურს მიჩ­ვე­უ­ლია სკო­ლა­შიც, სახ­ლშიც. მე ბავ­შვე­ბის ჭი­ჭყინს დი­დად ვერ ვი­ტან, ვიღ­ლე­ბი, ფსი­ქი­კა ად­ვი­ლად მეღ­ლე­ბა და მერე ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან რთუ­ლია მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. მყავს 2 გო­გო­ნა და 4 ბიჭი” – ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი “ფა­რულ კონ­ვერ­ტში” სა­უბ­რი­სას.

სა­სუ­ლი­ე­რო ასე­ვე ისა­უბ­რა მისი ჩაც­მის სტილ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ანა­ფო­რებს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი უკე­რა­ვენ, თუმ­ცა ამა­ში მის­გან თან­ხას არ იღე­ბენ.

“მიყ­ვარს კოპ­წი­ა­ო­ბა. მე რომ მო­მა­კე­რეს წო­დე­ბა, რომ “ბრენ­დო­მა­ნი” ვარ, ამა­ზე საპ­რე­ტენ­ზიო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვართ ჩაც­მა, იმათ ვი­სიც ნაკ­ლე­ბად ჩანს. ეს პი­ჯა­კი ნანა მელ­ქა­ძემ შე­მი­კე­რა, ანა­ფო­რა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა. ავ­თან­დი­ლი შარ­ვალს მი­კე­რავს ხოლ­მე. ვფიქ­რობ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, ის არც სა­კუ­თარ თავს სცემს პა­ტივს და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ფეხ­საც­მე­ლებს ხან ვყი­დუ­ლობ, ხან ვი­კე­რავ. დიდი გარ­დე­რო­ბი მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა შვი­ლებ­მა წა­მარ­თვეს. რომ ამ­ბო­ბენ, რომ სათ­ვა­ლე­ე­ბის დიდი კო­ლექ­ცია მაქვს, ასე არ არის. სათ­ვა­ლე­ე­ბი მაქვს 12 ცალი. მაქვს 6 ანა­ფო­რა, მა­ნა­ნა მა­ნი­ას­თან ვი­კე­რავ, თან­ხას არ მარ­თმევს” – ჰყვე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ქა­ლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ფო­ტოს გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს.

“2013 წელი იყო. ოჯახ­თან ერ­თად წა­ლენ­ჯი­ხა­ში ვის­ვე­ნებ­დი. პირ­ვე­ლად მო­უნ­და მა­რი­ამს, ჩემ­თვის ეთხო­ვა, რომ შენს და­დე­ბულ ფო­ტოს მეტი ნახ­ვა ექ­ნე­ბა და იქ­ნებ და­მი­დო ფოტო შენს “ფე­ის­ბუქ­ზეო”. მდი­ნა­რეს­თან იყო სვე­ლი ტუ­ნი­კით. მე­ო­რედ მოს­ვლა ატყდა. ერთი თვე ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში გვატ­რი­ა­ლებ­დნენ მთელ ოჯახს. მათ შო­რის ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვა­დაც არ იცოდ­ნენ მათი შვი­ლე­ბი რას აკე­თებ­დნენ. არც არას­დროს ვე­ტყვი ამას მათ.

იმ­დე­ნი გა­უ­კე­თეს ჩემს შვილს, რომ ეკ­ლე­სია და ანა­ფო­რა შე­ა­ძუ­ლეს… ბევ­რჯერ უთ­ქვამს ჩემ­თვის, გა­ი­ხა­დე ანა­ფო­რა და წა­მო­დი ამ სიბ­ნე­ლი­და­ნო. ბევ­რმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა დაგ­ვწყევ­ლა კი­დეც, ამის გამო ბო­დი­შიც არ მო­უხ­დი­ათ. ჩემს შვილს გული მო­უკ­ლეს. ამი­ტომ ასე­თი ფა­რი­სევ­ლე­ბის­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ეკ­ლე­სია.

მა­რი­ა­მი ჩემ­სა­ვით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია და ის თა­ვის სათ­ქმელს ყო­ველ­თვის იტყვის. ის გა­თხოვ­და ისე, რომ ჯვა­რი არ და­ი­წე­რა. ეს უკვე დიდი პრო­ტეს­ტი იყო იქი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლი ჰყავთ. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც დღეს ბო­ლო­ჯერ ვსა­უბ­რობ” – ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!