TaoNews.Ge

10.05.2021 / 11:50

“ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიყიდა”-“ვფიქრობ, ის  ფანჯრიდან გადმოაგდეს” – გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა თვითმკვლელობას გამორიცხავს

“ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიყიდა”-“ვფიქრობ, ის  ფანჯრიდან გადმოაგდეს” – გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა თვითმკვლელობას გამორიცხავს

საქართველოში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას დედა თბილისში ჩამოფრინდა. ის დღეს საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალების გასაცნობად მივა, რის შემდეგაც ცხედრის ამოცნობის პროცედურას დაესწრება.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მათი შვილი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოაგდეს. მათ ეჭვი ტრეფიკინგზეც აქვთ.

“ჩამოვფრინდი იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხედარი სამშობლოში გადავასვენო. ვფიქრობ, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოაგდეს, ის ამას თავისით არ გააკეთებდა. ბოლო პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. საქართველოში 5 დღე იმყოფებოდა, 27 აპრილს ჩამოფრინდა, სამუშაოდ ჩამოვიდა ჩვენივე ნათესავის მოწვევით, ბესო ვინაა არ ვიცი, ბესომ ჩემი შვილი საქართველოში გაიცნო, ერთად მუშაობდნენ.

რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიყიდა, მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა, აისულუ აიტპაევა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!