TaoNews.Ge

ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ბელგიური გენტის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ლიეჟის სტანდარდთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თქვა, გიორგი გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდა.

ჩაკვეტაძემ მარტის ბოლო 4-დღიან ინტერვალში ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მუხლის ტრავმამ თავი ისევ შეახსენა და ბოლოო დღეებში არ ვარჯიშობდა. “ჩაკმა” ამხანაგური თამაშები ჩაატარა, მაგრამ შემდეგ დასვენება მოუწია და მხოლოდ გუშინ შეუერთდა გუნდს. შესაბამისად, გასარკვევია, რამდენად იქნება მზად”, – თქვა ვანჰაზებრუკმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!