TaoNews.Ge

“შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი”- უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილზე

“შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი”- უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილზე

უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მის კორუფციაში დადანაშაულების საპასუხოდ, „შულერს“ უწოდებს.

გამოცემა LB.ua -სთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი რაღაცის გაკეთებას შეეცადა, მაგრამ იდეები არ მოუვიდა, ახლა კი უცხო ადამიანებს ადანაშაულებს.

„შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი. ის ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, რომლებიც არ მოუვიდა, ახლა კი ცდილობს თავის პრობლემებში ვინმე სხვა დაადანაშაულოს. მე ამომირჩია. მე ამას არ მოვითმენ. ამიტომ ვამბობ, რომ პირობითო ამხანაგო „ს“, გვიჩვენე, რა შეგიძლია. უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი უბრალოდ ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას. შენ „ფეიკი“ ხარ, შენ ხარ „ფეიკისტორია“, შენ უბრალოდ ინფორმაციით გკვებავენ, რადგან, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ხელზე უნდა გატარონ“, – განაცხადა მარჩენკომ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გადაცემაში „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!