როგორ შემოვიდა ქვეყანაში ცნობილი რუსი შოუმენი ვლადიმერ პოზნერი და დაარღვია თუ არა მან ოკუპაციის კანონი, ან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა? ამ კითხვით “პრაიმტაიმმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ამბობენ:
“აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.
რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს ჰქონდა პისიარ ტესტის ცნობა” – განაცხადეს შსს-ში.