TaoNews.Ge

დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

შსს მინისტრის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

„იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

“მიყვანილია ხალხი და მიმდინარეობს გამოკითხვა“, – განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ გამოკითხვაზეა იმ ფართის მეპატრონეც, რომლის საკუთრებაშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, ადგილზე სამაშველო სამსახურების მისვლა უსწრაფესად მოხდა.

„200 ადამიანზე მეტია პროცესში ჩართული, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩართული, რომლებიც მაშველებს ეხმარება. თუმცა, ადგილზე ფიზიკურად 100 ადამიანი ერთდროულად ვერ იმუშავებს“, – განაცხადა გომელაურმა.

ipn

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინი უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას გეგმავს – მიხეილ სააკაშვილი
კოპირება აკრძალულია!