TaoNews.Ge

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში”- საელჩოები

შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის ეკლესიის გენერალურმა ასამბლეამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ theguardian-ი  წერს.

მედიასაშუალება წერს, რომ მინისტრებსა და სასულიერო პირებს უფლება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწილში, რაც დაასრულებს მრავალსაუკუნოვან ტაბუს. ედინბურგის გენერალური ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს საეკლესიო კანონის შეცვლას ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ.

კენჭისყრაზე 274 მომხრე, ხოლო 136 წინააღმდეგი იყო.

გენერალური ასამბლეის მოდერატორმა, მეუფე დოქტორ იაინ გრინშილდსმა თქვა, რომ შოტლანდიის ეკლესია დიდი ეკლესიაა და მის წევრებს შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებები ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების საკითხზე.

„კენჭისყრამდე, ასამბლეის წევრებმა გამოთქვეს მთელი რიგი მოსაზრებები ცვლილებასთან დაკავშირებით. მეუფე სკოტ რენი იყო პირველი ღიად გეი სასულიერო პირი შოტლანდიის ეკლესიაში.  მას არ შეეძლო ქმართან რელიგიური ცერემონიით დაქორწინება, როგორც მას სურდა“, – წერს BBC.

„მინდა ვთქვა, რომ ქორწინება მშვენიერია. ჩემი ქორწინება ჩემს მეუღლესთან დეივთან ავითარებს ჩემს ცხოვრებას და ჩემს მსახურება“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!