TaoNews.Ge

შოთა არველაძე – ტყუ­პებ­მა თავი ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ჩი­ნეთ

შოთა არველაძე – ტყუ­პებ­მა თავი ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ჩი­ნეთ

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი , შოთა არველაძე “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი­დან ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თა­ვის ტყუ­პის­ცალ­თან, აჩი არ­ვე­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­აა მო­თხრო­ბი­ლი.

“იცით, რო­მე­ლია ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მა­ი­კა? ბრე­დას­თან, პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ, მე და აჩიმ რომ გავცვა­ლეთ. დღემ­დე არ გა­მი­რე­ცხია, მინ­და ზუს­ტად ისე­თი იყოს, რო­გო­რიც მომ­ცა და მისი სუნი ას­დი­ო­დეს.

ეს თა­მა­ში ორი­ვეს­თვის ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მოგ­ვი­წევ­და თა­მა­ში. ჩვენ ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ გუნდში ვთა­მა­შობ­დით და რაც გაგ­ვაჩ­ნია – გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ჩათ­ვლით, ორი­ვეს გვე­კუთ­ვნის. თბი­ლი­სი­დან მთე­ლი ოჯა­ხი და­ი­რაზ­მა და ამ მატ­ჩის სა­ყუ­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­სტერ­დამ­ში.

ჩემი მშობ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ, არ იცოდ­ნენ, ვის­თვის ეგულ­შე­მატ­კივ­რათ. არც მე­დი­ას და­უ­ტო­ვე­ბია ეს ფაქ­ტი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე და საკ­მა­ოდ დიდი გა­და­ცე­მა მოგ­ვი­ძღვნეს. ბო­ლოს ჩვე­ნებ­მა ბრე­დას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამას იმით ხსნიდ­ნენ, რომ აიაქ­სი ჩემ­პი­ო­ნო­ბას მა­ინც შეძ­ლებ­და, აჩის კი აიაქსთან გა­მარ­ჯვე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

თა­მა­ში მა­ინც აიაქ­სის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ტყუ­პებ­მა თავი ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ჩი­ნეთ, ალ­ბათ გაგ­ვი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა.  მინ­დორ­ზეც რა­ღაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი დავ­რბო­დით”, – წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!