TaoNews.Ge

“იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ” – შოთა არველაძე თბილისის მერობის კანდიდატურაზე

შოთა არველაძემ გადადგომა გადაწყვიტა მაგრამ…

თურქული გამოცემა „კარადენიზ გაზეტე“ „ჰალ სიტიში“ შოთა არველაძესთან დაკავშირებულ ვითარებაზე წერს და ამტკიცებს, რომ ქართველმა მწვრთნელმა ზედიზედ ოთხი მატჩის წაგების მიუხედავად პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ შემდგომი წაგება გათავისუფლებად დაუჯდება.

„სანამ „ჰალ სიტიში“ წარუმატებლობა გრძელდება, ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე კრიტიკის ობიექტია. მან „სუონსი სიტისთან“ მატჩის შემდეგ გადადგომა გადაწყვიტა და აკუნ ილიჯალის შეხვდა.ჩემპიონშიფში „ჰალ სიტიმ“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით წაგებებით ქვედა ლიგის აუტსაიდერებში დაქვეითდა. „ჰალ სიტიმ“, რომელმაც ლიგა „ბრისტოლ სიტისთან“ გამარჯვებით დაიწყო და ლიგის პირველ 6 კვირაში 11 ქულის მოპოვება მოახერხა, ბოლო 4 მატჩი წააგო.„სუონსი სიტისთან“ 0:3 მარცხს „ჰალ სიტის“ დიდი კრიტიკა მოჰყვა. გუნდის მწვრთნელმა შოთა არველაძემ მარცხის შემდეგ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. საფინალო სასტვენის შემდეგ ქართველი მწვრთნელი კლუბის მფლობელს, აკუნ ილიჯალის შეხვდა.ილიჯალიმ არველაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ითქვა, რომ შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ სათადარიგოთა სკამზე იქნება „ლუტონ თაუნტან“ მომდევნო მატჩში, მაგრამ ცუდი შედეგის შემთხვევაში ქართველ მწვრთნელს გაათავისუფლებს“, – წერს თურქული გამოცემა.

მეორე თურქული საიტი „აკსამი“ კი ამტკიცებს, რომ ილიჯალმა შოთა არველაძის შემცვლელი უკვე შეარჩია – ერსუნ იანალი, რომელიც ერთი წლის წინ „ანთალიასპორს“ წვრთნიდა.

„თურქმა ბიზნესმენმა აკუნ ილიჯალმა ინგლისური გუნდი „ჰალ სიტი“ იყიდა. მაგრამ გამოცდილმა ბიზნესმენმა, რომელმაც გუნდს სათავეში შოთა არველაძე ჩაუყენა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ერსუნ იანალი იყო ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელსაც ის „ჰალ სიტის“ მწვრთნელად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ შოთა არველაძეს გუნდიდან გაუშვებს.

იანალს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა „სარაიკოისპორში“ 1990 წელს დაიწყო, 32-წლიან სამწვრთნელო კარიერაში საზღვარგარეთ არასოდეს უმუშავია.

ერსუნ იანალმა, რომელმაც 2014-2015 წლების სეზონში „ფენერბახჩესთან“ წარმატებული თამაში აჩვენა, ჩემპიონატი მოიგო.

ილიჯალმა თავის წინა განცხადებებში არ დამალა, რომ აფასებს ერსუნ იანალის სათამაშო სტილს. 60 წლის მწვრთნელი შოთა არველაძის შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში მის შემცვლელად არის დასახელებული“ – ამტკიცებს გამოცემა „აკსამი“.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!