TaoNews.Ge

შვედეთში გამგზავრებულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კორონავირუსის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთში გაემგზავრა, მანამდე კი თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლის გუნდს დონეცკის “შახტარის” ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო ტესტირების პასუხი გამოცდილი ფეხბურთელის შემთხვევაში დადებითი აღმოჩნდა და უახლოეს სამ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრებში პირველად ივარჯიშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიმ ვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა. გუნდი სტოკჰოლმში უკვე გემგზავრა, სადაც შვედეთის ნაკრებს 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს 28 და 31 მარტს, შესაბამისად, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებიც ელოდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!