TaoNews.Ge

შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება-G7

ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება. ეს მოიცავს რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებას უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მავნე საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. ჩვენ სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პატივისცემის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემატიური დარბევის გამო.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს დაინტერესებას რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებში. ამის მიუხედავად, გავაგრძელებთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებას რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად, რაც საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან თანამშრომლობას რეგიონული კრიზისებისა და გლობალური გამოწვევების მოგვარებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, იარაღის კონტროლი, ბირთვული განიარაღება და გაუვრცელებლობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა არქტიკაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!